03 აპრილი 2018, 20:00 11978 ნახვა

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი,"სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. ოქროს ფონდი - იოსებ ნონეშვილი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ კონკურსის ,,საქართველოს საუკეთესო ბარმენი სტუდენტი 2018" გამარჯვებულები: ლაშა ჯინჭარაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა" -პირველი ადგილი, არკადი ართმელაძე-მეორე ადგილი, პროფესიული კოლეჯი "ბლექსი"და ჟიურისა და მაყურებლის რჩეული -მეგი კოჩალიძე-პროფესიული კოლეჯი "ბლექსი". ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ასევე საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ღონისძიებათა ორგანიზატორი მარია წულუკიძე. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პაატა ძიძიგური-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი გადაცემის „აკვარიუმი“ წამყვანი. ვფიქრობთ, ამ გადაცემამ , უკვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ახალ, უჩვეულო და ექსპერიმენტულ პროექტზე მუშაობს. ეს არის მედია- ოპერა. „თაბაშირის იუდა“ -ასე ეწოდება მას. დღევანდელი, გადაცემის სტუმრები იყვნენ დამდგმელი პროდიუსერი მარინა სალუქვაძე , კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე.