1 რუბრიკა "ოქროს ფონდი'. საქართველოს სახალხო არტისტი იუსუფ კობალაძე კითხულობს აკაკი წერეთლის ლექსს -პოეტი.. ჩანაწერი 1970 წელსაა გაკეთებული. ბატონი იუსუფი ლექსებს იშვიათად კითხულობდა, თუმცა აჭარის რადიოს მსმენელებისთვის არაერთხელ დაუშვია გამონაკლისი. . 2 დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ პროექტს ‘საოპერო ხელოვნების ისტორიიდან“.ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ავტორი და წამყვანი, მუსიკოლოგიის დოქტორი ხათუნა მანაგაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მენეჯერი აიდა აბუსერიძე. 3 . 18 დეკემბერს თბილისში ცხენოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში ბათუმის საცხენოსნო კლუბიც მონაწილეობდა და წარმატებაც მოიპოვა. გადაცემის სტუმრები იყვნენ იუნიორებს შორის საქართველოს ჩემპიონი ნიკა ხაბაძე, ძირითად შეჯიბრებაში მესამე ადგილის მფლობელი გიორგი ჩხარტიშვილი და ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელი გიორგი ძინძიბაძე