06 დეკემბერი 2017, 20:00 9387 ნახვა

1 რუბრიკა „ოქროს ფონდი“ პოეტ მორის ფოცხიშვილს დაეთმო. აჭარის რადიოს აუდიო ფონდში მისი ხმის ძალიან ბევრი ჩანაწერი ინახება. ცნობილ პოეტს გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და ხშირად ჩამოდიოდა აქ. ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმის საქალაქო კულტურის სახლში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე 2 ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ძალიან მალე ნახავს შემოქმედებითი დასის ახალ ნამუშევარს. სპექტაკლის სახელწოდებაა "სხვა ცარცის წრე " სტუმრები- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე და მსახიობები- ნატალია გალოგრე და მიხეილ ჭეიშვილი 3 საგანმანათლებლო პროგრამები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. დღეს მუზეუმში ჩატარდება სამოდელო გაკვეთილი: რომის და საქართველოს ურთიერთობა მუზეუმში დაცული არტეფაქტების მიხედვით.