დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა, ბათუმში გაიმართება კონფერენცია – მედიის როლი და საჭიროებები. ვმუშაობთ საზოგადოებისთვის. კონფერენციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღევანდელი, 3 მაისის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" სტუმრები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თიკო ბერძენიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე. ასევე დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ნოდარ ვარშანიძის წიგნის „ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია" პრეზენტაცია. დღევანდელი, 3 მაისის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკა „არტ-რადარი“ ნოდარ ვარშანიძეს მასპინძლობდა.