17 ოქტომბერი 2017, 00:00 5672 ნახვა

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განზრახ აზიანებენ, სახურავს ხდიან, რომ წვიმამ გაანადგუროს. შემდეგ ძეგლებს ანგრევენ და მათ ადგილს ახალი შენობები იკავებენ. ამ პრობლემას ეძღვნება იტალიელი რეჟისორის, ფრანჩესკო როზის ფილმი „ხელები ქალაქზე“, რომელსაც „ანარეკლების“ მომდევნო გადაცემაში გთავაზობთ. გადაცემის სტუმარი: ნინო ინაიშვილი, რომელიც წლებია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის იბრძვის. ფილმი: „სახეცვლილი ბათუმი“