დილის რადიო

18 მარტი 2025, 11:06 1138 ნახვა

დილის რადიო

18 მარტი სამშაბათი 2025 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

#სპორტის სიახლეებით ტრადიციულად, სეო წილოსანი შემოგვიერთდება            

# ბათუმელი ტაეკვონდოისტი ზურა კინწურაშვილი "Duch open 2025"-ის ჩემპიონია. ზურამ ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ოქროს მედალიც ღირსეულად დაიმსახურა. #დილის რადიოს სტუმარი: ზურა კინწურაშვილი - ტაეკვონდოისტი

18 მარტი არაერთი საინტერესო ფაქტითა და მოვლენით შევიდა ისტორიაში #104 წლის წინათ, 1921 წლის 18 მარტს საქართველოს რესპუბლიკის პირველი დემოკრატიული მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა.

#დღეს ლადო გუდიაშვილი დაბადების დღეა.რადიო აჭარის ოქროს ფონდში ინახება ლადო გუდიაშვილი ხმის ჩანაწერები. ბათუმში ყოფნისას არასოდეს მალავდა აღფრთოვანებას , ერთ მისეულ შეფასებას მოვისმენთ  დღეს დილის რადიოში

18 მარტით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად, „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . # რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი ელენე თურმანიძე

#ALFA MIST ლონდონიდან -ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:“ 

# "წუნა და წრუწუნა"- საბავშვო ზღაპრის ეკრანიზაცია ბავშვების მონაწილეობით

#დილის რადიოს სტუმარი ქეთევან ტაკიძე-რეჟისორი, აიპ „არტფილმის“ დირექტორი

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ბაზაზე მძლეოსნობის სარბენი ბილიკი მოეწყო. როგორ ვითარდება სპორტის ეს სახეობა ჩვენს რეგიონში და როგორია სამომავლო გეგმები? #დილის რადიოს სტუმარი:  კახა ვაჩეიშვილი - აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება