დილის რადიო
18 მარტი სამშაბათი 2025 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე
#სპორტის სიახლეებით ტრადიციულად, სეო წილოსანი შემოგვიერთდება
# ბათუმელი ტაეკვონდოისტი ზურა კინწურაშვილი "Duch open 2025"-ის ჩემპიონია. ზურამ ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ოქროს მედალიც ღირსეულად დაიმსახურა. #დილის რადიოს სტუმარი: ზურა კინწურაშვილი - ტაეკვონდოისტი
18 მარტი არაერთი საინტერესო ფაქტითა და მოვლენით შევიდა ისტორიაში #104 წლის წინათ, 1921 წლის 18 მარტს საქართველოს რესპუბლიკის პირველი დემოკრატიული მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა.
#დღეს ლადო გუდიაშვილი დაბადების დღეა.რადიო აჭარის ოქროს ფონდში ინახება ლადო გუდიაშვილი ხმის ჩანაწერები. ბათუმში ყოფნისას არასოდეს მალავდა აღფრთოვანებას , ერთ მისეულ შეფასებას მოვისმენთ დღეს დილის რადიოში
18 მარტით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად, „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . # რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი ელენე თურმანიძე
#ALFA MIST ლონდონიდან -ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:“
# "წუნა და წრუწუნა"- საბავშვო ზღაპრის ეკრანიზაცია ბავშვების მონაწილეობით
#დილის რადიოს სტუმარი ქეთევან ტაკიძე-რეჟისორი, აიპ „არტფილმის“ დირექტორი
#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ბაზაზე მძლეოსნობის სარბენი ბილიკი მოეწყო. როგორ ვითარდება სპორტის ეს სახეობა ჩვენს რეგიონში და როგორია სამომავლო გეგმები? #დილის რადიოს სტუმარი: კახა ვაჩეიშვილი - აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი
ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება