გაუდაბნოება და გვალვა - გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემა.
ივნისი გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის თვეა და ზაფხული სწორედ ის პერიოდია როცა ეს პრობლემა ყველაზე მეტადაა გამოხატული უმეტეს რეგიონში.
პროექტზე „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, რომელსაც საქართველოში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს. კითხვებზე კი მპასუხობს, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრი (IUCN), ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი.