ქართული ჩაის პოპულარიზაცია, კონფერენცია ანასეულში თემაზე ,,ქართული ჩაი“

21 ნოემბერი 2022, 20:47 2838 ნახვა

ქართული ჩაის პოპულარიზაცია, კონფერენცია ანასეულში თემაზე ,,ქართული ჩაი“

ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია ,,ქართული ჩაი“ გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

კონფერენცია საქართველოში  მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო.

სექტორის დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილია ახალი ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული.

გადაცემაში დასმულ კითხვებზე გვპასუხობს- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი იოსებ ბასილია.