ქართველები ჰოლივუდში - გადაცემა #20
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან უჩანეიშვილმა ჰარისონ ფორდი ითრია თმებით პრეზიდენტის ლაინერზე - გახსოვთ ალბათ ეს ფილმი, უჩანეიშვილის საიდუმლო მასალებში და სურვილების ამსრულებელში გამოჩენაზეც ისეთი რეაქცია გვქონდა თითქოს თასთა თასი მოგვეგო. შემდეგ ის ფაქტიც გემახსოვრებათ, 1988 წელს გამოსულ ფილმში, სახელწოდებით - წითელი სიცხე, პოლიციელი შვარცნეგერი რომ დასდევდა ქართველ ნარკობარონ ვიკტორ რუსთაველს ჯერ მოსკოვში და მერე ამერიკაში. ისიც გემახსოვრებათ რუსთაველის ასე ხსენებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟიც რომ გამოიწვია. გახსოვთ?!