კლასიკური როკი: საუკეთესო LIVE ალბომები (I ნაწილი)

04 მარტი 2023, 12:08 2060 ნახვა

კლასიკური როკი: საუკეთესო LIVE ალბომები (I ნაწილი)

უპირველეს ყოვლისა, ვთანმხდებით, რომ ცოცხალ მუსიკაზე უკეთესი მუსიკა არ არსებობს. სწორედ ლაივ კონცერტის დროს წარმოაჩენს მუსიკოსი საკუთარ თავს ისე, როგორც არასდროს (ბრწყინვალედ, ან პირიქით - საშინლად, რაც, საბედნიეროდ, ჩვენს დღევანდელ გადაცემას არ ეხება). რა თქმა უნდა, უნაკლო სტუდიური ჩანაწერების მოსმენა, სადაც ყველაფერი დაბალანსებულია და ჟღერადობა სრულყოფილებამდე მიდის, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ, ცოცხალი ჩანაწერი გვაძლევს საშუალებას სრულფასოვნად შევიგრძნოთ სინამდვილეში რა შეუძლია ჩვენს საყვარელ შემსრულებელს ვეცადე შემეგროვებინა რამდენიმე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული და დღემდე გავლენიანი ლაივ ალბომი კლასიკური როკის ჟანრში. ჩემი არჩევანი მოიცავს როგორც ლეგენდარულ, ასევე დაუმსახურებლად მივიწყებულ სახელებს... დარწმუნებული ვარ: მოსაწყენი არ იქნება! და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია - წინ კიდევ უფრო საინტერესო მუსიკა გელოდებათ, რადიო აჭარის ღამის ეთერში...