Broken Bells, West Wing, RHYTHM AND BLUES | FM- ფანტაზიები | 02.06.2024

02 ივნისი 2024, 13:32 233 ნახვა

Broken Bells, West Wing, RHYTHM AND BLUES | FM- ფანტაზიები | 02.06.2024

ყოველი ახალი წამოწყებით, ჭეშმარიტად ნიჭიერი მუსიკოსები, წარმატებული კარიერის შენარჩუნებას გამუდმებით ცდილობენ. ასე მაგალითად, როკ-ჯგუფ The Shins-ის ფრონტმენმა ჯეიმს მერსერმა (James Mercer) და სოულ-დუეტის „ნარს ბარკლის“ ნახევარმა ბრაიან ბერტონმა (Brian Burton იგივე Danger Mouse-მა) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს კოლექტივი Broken Bells. მერსერი უკრავდა ინდი-პოპ ჯგუფში, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუსიკის ამ მიმართულებაზე. ბერტონმა კი კარგად იცოდა  მუსიკალური წარმატების საიდუმლოებები, თუმცა „ნარს ბარკლის“ შემთხვევაში, შესაძლებლობები 2 ალბომის შემდეგ ამოწურა... შემდეგ იგი პროდიუსირებაში ეხმარებოდა მულტიპლიკაციურ Gorillaz-ს, ბლუზ-როკერებს The Black Keys-ს და სხა მუსიკოსებს... Danger Mouse-ი საკუთარი პროექტების მონაწილეცაა, უფროსიც და ყველაზე მომთხოვნი კრიტიკოსიც,  ეს არცაა გასაკვირი, რადგან საკუთარ კუმირად პერფექციონისტ ვუდი ალენს ასახელებს. იგი  არ მიეკუთვნება არტისტთა იმ კატეგორიას, ვისთვისაც დიდება მთავარია. უბრალოდ, ცნობადობა და აღიარება შემოქმედისთვის, გარკვეულწილად, ჩარჩოებიდან თავის დახსნის საშუალებაა. ამაზე მიანიშნებს მის მიერ, ხმით გაცოცხლებული, სიურეალისტი რეჟისორის დეივიდ ლინჩის, ვიზუალური იდეა Dark Night of the Soul. ტანდემ Broken Bells-ის ორივე წევრი ირწმუნება, რომ ერთად მათ აქვთ გრანდიოზული იდეები და გეგმები, რომლებიც ერთ ალბომში ვერ დაეტეოდა და შესაბამისად თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ხარისხიანი მუსიკა, დიდი კომეცრიული პოტენციალით, თუმცა საკმარისად მდიდული მასალა - ექსპერიმენტირებისთვის... სენტიმენტებით გაჯერებული მელოდიური ალტერნატივა „FMფანტაზიებში“.
West Wing - მირიამ მაკება, აგრეთვე ცნობილი როგორც Mama Africa, გრემის ლაურეატი სამხრეთ აფრიკელი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე. 60-იან წლებში მაკება პირველი აფრიკელი ქალი იყო, რომელიც მსოფლიოში აფრიკულ მუსიკას უწევდა პოპულარიზაციას. ახლა კი, კომპოზიცია, რომელიც თითქოს დაბრუნებაა ჰაუს მუსიკის კლასიკურ საწყისებთან. დენის ფერერი, სიმღერას ქვია „Hey”… ისიამოვნეთ.

RHYTHM AND BLUES-ის ოქროს ხანა გასული საუკუნის 70-იან წლებზე მოდის. მოწინავე პოზიციებიდან იგი პოპ-მუსიკამ, ჰევი მეტალმა, ჰიპ-ჰოპმა და რეპმა განდევნა. ამასთან მიმართებაში არაერთ არტისტსა თუ პროდიუსერს სავსებით საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია. მაგალითად, ორმა ნიჭიერმა მუსიკოსმა DENZEL FOSTER-მა და THOMAS MACELROY-მ, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქალის ხმა მელოდიური პოლიფონიისთვის იდეალური იყო, შექმნეს ერთობ სარისკო პროექტი.

1988 წელს ათასობით პრეტენდენტიდან ქალთა ახალი ჯგუფისათვის მათ ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი ტიპაჟი შეარჩიეს. სწორედ ასე გაჩნდა შესანიშნავი კვარტეტი
EN VOGUE, რომელმაც RHYTHM AND BLUES-შ მოდერნისტულ ჟანრთა კომბინირებით ყველა დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტად ღირებული ხელოვნებისთვის, მოდის კლიშეთა იგნორირებაც შესაძლებელია.