30 ოქტომბერი 2022, 15:04 2488 ნახვა

ინოვაციური ეკონომიკა საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 31.5%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 24.6%-ით გაიზარდა - როგორია ქვეყანაში ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის განვითარების პერქსპექტივები და რა აჩვენა ამ მიზნით ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ - კითხვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პასუხობს.

 საქსტატის 2022 წლის კვლევის თანახმად, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი, 2021 წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა - როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარება და რა არის პროცესისთვის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები - კითხვებს ეკონომისტი ნონა ხუჯაძე პასუხობს.

 საქსტატის მონაცემების თანახმად, 2020 წელს, გეოთერმულ და მზის რესურსებზე ქვეყანაში წარმოებული ენერგორესურსების მხოლოდ 1.4% მოდიოდა - რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდასაჭერად - კითხვებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ანი ჯანუყაშვილი პასუხობს.