„სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა დაიწყო

16 მაისი 2022, 18:21 6066 ნახვა

„სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმასტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა. ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების მეშვეობით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, რომელიც წინ უძღვის შვედეთში, 2-3 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას სტოკჰოლმი+50.

საკონსულტაციო შეხვედრები საშუალებას იძლევა, საზოგადოების ფართო წრე ჩაერთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ.

კონფერენცია სტოკჰოლმი+50 გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ დღეს გარემოს დაცვა პირველად დადგა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში.

შეხვედრის მიზანზე, ასევე მომავალ სამოქმედო გეგმებზე, გადაცემაში დასმულ კითხვებზე გვპასუხობს, კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი  - მაია ცხვარაძე