ნიკო ჯაყელი

09 თებერვალი 2022, 12:57 1342 ნახვა

ნიკო ჯაყელი

 1890–იან წლებში ბათუმის მოსახლეობა გიმნაზიის გახსნას ითხოვდა, მაგრამ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა გიმნაზია გაიხსნა და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკო ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგ ამავე სასწავლებლის ინსპექტორი და მუდმივი მოამაგე იყო. შეიძლება ითქვას, რომ სახალხო განათლების აჭარის მოღვაწეთა შორის იგი იყო პირველი ინტელიგენტი თურქთა მონობიდან ახლად გამოხსნილ ამ კუთხეში განათლებისა და წერა–კითხვის გამავრცელებელი, რომელიც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ დასახული გეზით მოქმედებდა.