ბათუმური დღიურები - ყავა და ბათუმი #1

05 ნოემბერი 2021, 14:40 1555 ნახვა

ბათუმური დღიურები - ყავა და ბათუმი #1

ვმოგზაურობთ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ ბათუმში, როგორც ალი სამსონია ამბობდა - „ წვიმიან მზიანეთში“. „მზიანეთის ცენტრი საყავეა. უყავოდ მზიანეთი წარმოუდგენელია. ყავაზე წყდება მსოფლიო პრობლემები, ნაწილდება თანამდებობები, ინიშნება პაემნები და კიდევ რამდენი რამ. გარეშე კაცისთვის ყავის სმა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებაა, მაგრამ შეჩვეულისთვის ეს  მთელი ცხოვრებაა“. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში ექვსი ყავახანა ფუნქციონირებდა, ყველა საყავეს თავსი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ჰყავდა, რომელსაც დემოკრატიული პრინციპით - დამსახურებისა და ერუდიციის ნიშნით ირჩევდნენ.