მსოფლიოს ლიდერმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა, განაახლა საკუთარი პრესტიჟული რეიტინგი

09 აპრილი 2022, 14:20 3560 ნახვა

მსოფლიოს ლიდერმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა, განაახლა საკუთარი პრესტიჟული რეიტინგი

მსოფლიოს ლიდერმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა, განაახლა საკუთარი პრესტიჟული რეიტინგი სახელწოდებითყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“. კორექტირებების შესატანად მუსიკალური ინდუსტრიის 300-მდე გიგანტი მიიწვიეს: კრიტიკოსები, პროდიუსერები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და .. 4000 სიმღერიდან 500 საუკეთესო შეარჩიეს. „თითოეულმა მათგანმა გამოგვიგზავნა 50 საუკეთესო სიმღერის საკუთარი ვერსია, შედეგები ერთ ცხრილში დავაჯამეთ“ - ყვებოდნენ Rolling Stone-ის რედაქტორები. თავდაპირველი, ცნობისთვის, 2004 წლით თარიღდებოდა. გამოცემამ აღნიშნა, რომ სიმღერათა სიის განახლების გადაწყვეტილება, შოუბიზნესში 15 წლის განმავლობაში მომხდარმა უამრავმა სიახლემ განაპირობა.