06 თებერვალი 2022, 15:16 3138 ნახვა

ვითარება ფარმაცევტულ ბაზარზე

იანვარში, წლიური ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ანტიბიოტიკების გარდა თითქმის ყველა ჯგუფის მედიკამენტზე ფასები 5-დან 18%-მდე გაიზარდა - რას გულისხმობს თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნა და რატომ ვერ აისახა მიღებული გადაწყვეტილება წამლების ფასებზე ამ დრომდე - კითხვებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ქედელიძე პასუხობს.

 მედიკამენტების ფასების დეტალური წლიური ინდექსების მიხედვით გასულ წელს ყველაზე მაღალი - 30%-იანი ზრდა სისხლძარღვთა გამაფართოებელი ჯგუფის მედიკამენტებზე აღინიშნა - რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე პრემიერის ინიციატივის ამოქმედების შემდეგ და უნდა გვქონდეს თუ არა წამლებზე ფასების შემცირების მოლოდინი უახლოეს პერიოდში - კითხვებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი პასუხობს.

 2020 წელს მედიკამენტთა უმრავლესობის გაძვირება პანდემიის გამოცხადების შემდგომ პერიოდში დაიწყო - უკავშირდება თუ არა ტენდენცია გლობალურ კრიზისს და რაში შეიძლება იყოს გამოსავალი - კითხვებს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი სანდრო ურუშაძე პასუხობს.