საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის წევრი გახდა.

13 დეკემბერი 2021, 18:08 11302 ნახვა

საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის წევრი გახდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე, რაც შესაძლებელს გახდის სტიქიური მეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ეფექტური, ადრეული გაფრთხილებების  მომზადებას

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც  1975 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ამ დროისათვის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს.

დღეს ამ პოზიტიურ სიახლეზე კითხვებზე გვპასუხობს- გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე