16 დეკემბერი 2018, 20:00 8160 ნახვა

18 დეკემბერს საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე სამეცნიერო კვლევითი გემი შემოვა. თურქული გემი ქართულ სანაპიროზე, საქართველოს წყლებში თევზის რესურსებს მაღალი სიზუსტით შეაფასებს და ამისთვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევას ანუ ექოსაუნდინგს განახორციელებს. რატომ ახლა, რატომ თურქული გემი და რა მონაცემები გვაქვს წინა კვლევებიდან? ამ ყველაფერზე ანდრო ასლანიშვილი - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი საუბრობს.