15 ნოემბერი 2021, 16:15 3261 ნახვა

გაძვირების შეუქცევადი ტენდენცია

ოქტომბერში ყოველთვიური ინფლაციის დონე 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციისა 12.8% იყო - რა განაპირობებს ბოლო დროს სამომხმარებლო ფასების ზრდის შეუქცევად ტენდენციას და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს გაძვირება - კითხვებს ეკონომისტი პაატა აროშიძე პასუხობს. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასები ოქტომბერში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა - რატომ ძვირდება წამლები და რამდენად შესაძლებელია ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება - კითხვებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობითი ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი პასუხობს. ბენზინი, ოქტომბერში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით 42%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 35%-ით გაძვირდა - მოსალოდნელია თუ არა ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა და რა შეთავაზება აქვთ ნავთობიმპორტიორებს ხელისუფლებისადმი ფასების დასარეგულირებლად - კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პასუხობს.