აჭარის სასკოლო ლიგის გამარჯვებული ბათუმის მე-17 სკოლის საფეხბურთო გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრა მე-13 და მე-17 სკოლებს შორის გაიმართა. მატჩი 2-1 დასრულდა.
სასკოლო ლიგა ბათუმში პირველად ჩატარდა, მასში 24 სკოლა მონაწილეობდა და თამაშები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩემპიონატი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.