ღია ეკრანი - გამარჯვებული იდეა

19 ივლისი 2022, 14:25 781 ნახვა

ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტის  გამარჯვებული იდეა ცნობილია. კენჭისყრის შედეგად დაბა ხულოს მოსახლეობის უმეტესობამ  სკვერში ეკრანის დამონტაჟებას დაუჭირა მხარი. 

სულ ხუთი იდეა იყო რეგისტრირებული, რომლებიც მოსახლეობამ  თვითმმართველობას თავად წარუდგინა.

გამარჯვებული პროექტი  სპეციალურმა კომისიამ  სხდომაზე დაამტკიცა. პროექტს მერია მომდევნო წელს  განახორციელებს, რომლის ღირებულება 60 ათასი ლარია.

პროექტი სახელწოდება ,,თვითმმართველობა ხარ შენ“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  საზოგადოების ფარგლებში ხორციელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში