ნიკა გვარამიას საქმე - პროცესი სააპელაციო სასამართლოში

19 ივლისი 2022, 11:09 702 ნახვა

ერთ საათში დაიწყება "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი.  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სხდომას ნიკა გვარამია თავადაც დაესწრება.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ სცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა. ნიკა გვარამიას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე აქვს განსაზღვრული. 

საუბარია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდზე, რომელიც "პორშესა" და 6 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი