9 ივნისს ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეზოლუცია შეიცავს უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას. ციტატა : „რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო“ ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, „განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“. როგორც პრემიერი ამბობს, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია. პრემიერის წერილი დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა შეაფასეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება. სახელმწიფოს სჭირდება მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა