პროექტი ''ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის''

18 ივლისი 2022, 11:01 527 ნახვა

„ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ – ამ პროექტის ფარგლებში ქედის საკრებულოს წევრები ქალ მეწარმეებს და ახალგაზრდებს შეხვდნენ. პროექტის მიზანი საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების პრეცენდენტების შექმნაა. 

დეპუტატები საჯარო შეხვედრებზე საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და ამავდროულად ისმენენ ამომრჩევლების საჭიროებებს.

პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი