კვარაცხელიამ “ნაპოლის'' მაისურით მესამე გოლი გაიტანა

17 ივლისი 2022, 21:24 1632 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი კლუბის შემადგენლობაში მეორე შეხვედრა ჩაატარა. ნაპოლი ახალი სეზონისთვის სამზადისში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს, სადაც სერია "B" კლუბ ''პერუჯას'' დაუპირისპირდა.

ხვიჩამ ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მატჩის მე-5 წუთზე კვარაცხელიამ სოლორეიდის შემდეგ ვიქტორ ოსიმენთან კედელი გაითამაშა და ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი ზამბო ანგისამ გაიტანა და ''ნაპოლიმ'' ტაიმი 2-0 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შეცვალა.

პირველ მატჩში ხვიჩას ანგარიშზე 45 წუთში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო. საერთო ჯამში კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი ითამაშა და 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 

''ნაპოლი'' 27 ივლისს ''ადანა დემირსპორს'' დაუპირისპირდება. სეზონის პირველი ოფიციალურ შეხვედრას კი ნეაპოლელები 14 აგვისტოს გასვლაზე ვერონასთან გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი