ბათუმში დღეს აჭარის დახურული ჩემპიონატი გაიმართა სპორტულ ნადირობაში. შეჯიბრებაში ჩვენი რეგიონის 50-მდე მოყვარულმა მონადირემ მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრების ორგანიზატორების თქმით, სპორტული ნადირობა არის როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ასევე ბრაკონიერობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება.