ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

17 ივლისი 2022, 12:16 758 ნახვა

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-8 დღეს ლევან გორგაძემ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

8 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 5 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა.
ლევანის მომდევნო მეტოქე ჩიოტაირიუ იქნება.  

რაც შეხეეხება ურთიერთშეხვედრებს 16 ორთაბრძოლიდან 11-ჯერ გამარჯვებული ქართველი დარჩა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი