უკრაინაში ომის 143-ე დღე - გვიან ღამით ოკუპანტებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს

16 ივლისი 2022, 11:07 853 ნახვა

უკრაინაში ომის 143-ე დღეა.  გვიან ღამით ოკუპანტებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ცნობით აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივები იუწყებიან რომ ავტომობილებში დამწვარი ადამიანების ცხედრებია.

რუსულმა ძალებმა კიდევ ერთ ქალაქზე მიიტანეს იერიში, ჩუგუევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ნაწილობრივ განადგურდა ორ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ოკუპანტებმა „ურაგანის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გამოიყენეს ბახმუტში, რის შედეგადაც დაშავდა 6 ადამიანი. მედიის ცნობით, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არის დაწყებული, რაც ომის კანონებისა და წესების დარღვევას ითვალისწინებს.

გასული დღე ღამის განმავლობაში ოდესა და ნიკოლაევიც აღმოჩნდა რუსული ბომბის სამიზნე. ნიკოლაევს ოკუპანტებმა 10 რაკეტა ესროლეს,  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დაიბომბა ოდესაც, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რაკეტა საწყობს მოხვდა. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 23 000ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ 11 270 დანაშაული დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯიუტად ამტკიცებს, თითქოს მათი სამიზნე სამხედრო ობიექტებია, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საპირწონედ ფაქტებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც დგინდება რომ რუსული სარაკეტო თავდასხმების 70% მიზანმიმართულად, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე არის განხორციელებული. ამაზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული იერიშიც მოწმობს, ქალაქ ვინიცაში ერთ დღეში რუსულ ბომბს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი