ზღვისპირა ბათუმში მსმენელს საშუალება ექნება ქართული ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს და 90-იანების საყვარელი ჰანგებით დატკბეს. სტუმრების განწყობაზე შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები იზრუნებენ - აჩიკო მეფარიძე, რუსა მორჩილაძე, მაია ჯაბუა , ნინი ბადურაშვილი, დუეტი ჯორჯია - ჯამში 15 მომღერალი. 90-იანელების კონცერტი დღეს, საღამოს 10 საათზე იწყება.