ანზორ ლორთქიფანიძის წიგნის პრეზენტაცია

14 ივლისი 2022, 18:29 959 ნახვა

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით. წიგნი სახელწოდებით "ერთტომეული" 300 -ზე მეტ ლექსს მოიცავს. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პოეზიის საღამო. ანზორ ლორთქიფანიძე წლებია პედაგოგიურთან ერთად, შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მისი სფეროა ეტიმოლოგიური, ლიტერატურული და მართლწერის მეცნიერული საკითხები. მისი პირველი ლექსი 1966 წელს დაიბეჭდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში