მასწავლებელთა გამოცდა

14 ივლისი 2022, 14:34 1155 ნახვა

გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებმა უცხო ენების სესიები გუშინ დაასრულეს,  დღეს კი მათ გამოცდა ფიზიკასა და ლიტერატურაში უტარდებათ. საგამოცდო დღე იყო მასწავლებლებისთვისაც. 

დილის 9 საათზე დაიწყო და 4 საათს გაგრძელდა პროფესიულ უნარებში სესია.

გამოცდა ტარდება მხოლოდ იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიღება სურს, ამისთვის მათ ჯერ გამოცდაზე შესაბამისი ბარიერი უნდა გადალახონ, შემდეგ კი სხვა აქტივობებით დააგროვონ კრედიტქულები.

პროფესიული უნარების გამოცდის ეს ფორმატი სიახლეა. მასწავლებელთა ნაწილის თქმით, დავალებები საშუალო სირთულის იყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებული პედაგოგებიდან დაახლოებით  85% გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა გამოსაცდელმა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში