ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდა

14 ივლისი 2022, 14:11 911 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობის, წევრისთვის მიმართვისა და საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე დაკავებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათგან 2-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი აღკვეთის გარეშე დატოვებას, თუმცა ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს.

საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ,,ლავას ოღლი'', ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში