საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, პარლამენტის თავმჯდომარეს კი სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
დეპუტატები ერთობლივი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ევროკავშირის მიერ გაცემული 12 შესასრულებელი წინაპირობიდან რამდენიმე მიმართულებას - პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხმიანება.
აღნიშნავენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.
მიმართავენ ხელისუფლებას, უარი არ თქვან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთონ მათ მიერ შეთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში.