კომპოზიტორისა და მომღერლის ნანა მესხის მუსიკალური საღამო ბათუმში. მუსიკოსი მაყურებლის წინაშე “თბილისურ კვარტეტთან“ ერთად წარსდგა. რეპერტუარში ძველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალი კომპოზიცებია. პანდემიის შემდეგ მუსიკოსების პირველი ერთობლივი კონცერტი სიმბოლურად ბათუმში დაგეგმეს და მუსიკალურ საღამოსაც ასე უწოდეს “სიყვარულით ბათუმს“. კონცერტი ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს.