პრემიერ-მინისტრის წერილი და პოლიტიკური შეფასებები

12 ივლისი 2022, 19:19 717 ნახვა

პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი წერილი დეოლიგარქიზაციასა და ბიძინა ივანიშვილზე დღეს შეფასებების მთავარი თემაა. პრემიერის თქმით, როდესაც ამტკიცებენ, რომ მთავრობის მეთაური ფარსის ნაწილია და იმართება იმ ადამიანისგან, რომელიც პოლიტიკიდან წასულია, ეს შეურაცხყოფს სახელმწიფოს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში და მთელ კონტინენტზე უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას.  პრემიერის წერილზე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტექსტში არგუმენტირებულად არის მოცემული, სწორედ რა არის ოლიგარქიული მმართველობა. ზოგი კი ფიქრობს, რომ უფრო სწორი და ბუნებრივი იქნება თუკი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება. სახელისუფლებო პარტიაში კი მიიჩნევენ,რომ მნიშვნელოვანი და დროული იყო.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი