სახელოვნებო სკოლის მშენებლობა ხულოში

12 ივლისი 2022, 11:50 1343 ნახვა

ხულოში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით ყოფილი სასამართლოს შენობის ადგილას  ორსართულიანი,  ადაპტირებული შენობა მოეწყობა.

სახელოვნებო სივრცეში განთავსდება აიპიში შემავალი თანამშრომლების სამუშაო ოთახები, ასევე  მოზარდებისთვის მუსიკალური და სამხატვრო წრეების  სივრცეები. 

აქვე მოეწყობა გალერეაც. პროექტისთვის მერია მილიონ ნახევარს დახარჯავს.

მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში