ცენტრი ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის და კონფერენცია 

12 ივლისი 2022, 14:08 771 ნახვა

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ახლად გახსნილ ცენტრში კონფერენცია და პანელ-დისკუსია გაიმართა. მანამდე კი შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრი დაათვალიერეს.   

ბენეფიციარები მკურნალობისა და მხარდაჭერის სერვისებით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებებს აარიდონ.

მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ.  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყნებში და მათ შორის ესტონეთში წარმატებით ხორციელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში