ნიკოლოზ კალანდაძე ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა

11 ივლისი 2022, 21:57 1675 ნახვა

ქართველი ხელბურთელი ნიკოლოზ კალანდაძე ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე გარდა საუკეთესო მოთამაშის ტიტულისა კალანდაძე 76 გატანილი ბურთით გათამაშების ბომბარდირობაც მოიპოვა.

უახლოეს კონკურენტს მან 13 გატანილი ბურთით აჯობა. რაც შეეხება საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს , ისინი ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონის ტიტული კი ჩეხეთმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები ავსტრიას დარჩა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნიდერლანდელებს შეხვდათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი