ჩაქვში სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. მოეწყობა 300 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული ოფისი, სივრცე პრესკონფერენციისთვის. პროექტის ღირებულება 4,6 მლნ ლარია.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში სპორტული და სარაგბო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.
რაგბის მოედნები ექნებათ ქობულეთსა და შუახევს.