პასუხი კელი დეგნანს

09 ივლისი 2022, 12:19 984 ნახვა

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატისგან გაჟღერებული პოლიტიკური გზავნილი, რომელშიც კრიტიკის მთავარი ადრესატი კელი გეგნანი იყო, ისევ განხილვის საგანია.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში წერილს ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა. ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება კი მმართველი გუნდისა და „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან  ქართველი ამომრჩევლის და პარლამენტის შეურაცხყოფად შეფასდა.

დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოიყენა და აშშ-ს ელჩს საქართველოში კითხვებზე პასუხების გაცემა ურჩია.

„მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის“ - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის წერილში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი