13 ივლისს ''დინამო'' ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბრატისლავის ''სლოვანს'' უმასპინძლებს.
მოახლოებულ შეხვედრას ბათუმში დიდი ინტერესი ახლავს.
მატჩამდე 1 კვირით ადრე შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა.
''დინამო'' სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ანთავსებს და გულშემატკივარს მოუწოდებს დადგენილი წესები დაიცვან:
- ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
- - სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)
- - სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას
- - მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას
- - სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის
- - იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, -სტადიონის ტერიტორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე
- - იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა, -იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე
- - სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.
ყველა წესის დაცვა აუცლიებელია, რადგან გუნდს და სტადიონს შემდეგ მატჩებში ''უეფასგან'' სანქციები არ დაემუქროს.
შეგახსენებთ,რომ 6 ივლისს ბათუმელებმა ბრატისლავაში ''სლოვანს'' ფრედ 0-0 ეთამაშეს. 13 ივლისს 21:00 საათზე კი მეტოქეს ბათუმში მიიღებს.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი