სააფთიაქო ნარკომანიის სავარაუდო ფაქტი

07 ივლისი 2022, 14:07 1853 ნახვა

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ კერძო აფთიაქში სააფთიაქო ნარკომანიის სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ ობიექტი  მფლობელებს მოკვლევის დასრულებამდე დაახურინეს. სავარაუდოდ, აფთიაქში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე გასცემდნენ. 

ადგილზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ ამ ობიექტის გარდა ქალაქში კიდევ რამდენიმე მსგავსი აფთიაქი ფუნქციონირებს და შესაბამის უწყებას რეაგირებისგენ მოუწოდებს.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინსიტროს და ველოდებით პასუხს რა მუხლით და რის საფუძველზე დაიხურა დროებით ობიექტი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი