უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე შეხვედრაში შოტლანდიას რეკორდული სხვაობით 55:17 სძლიეს და ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულეს.
ახალგაზრდა მორაგბეებმა ექვსი ერის სამ ნაკრებთან ჯამში 98 ქულის მოპოვება მოახერხეს. ქართველი მორაგბეები თითქმის სრული შეხვედრა უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმებში 4-4 ლელოს დადება შეძლეს.
იტალიასთან და უელსთან წაგებების შემდეგ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში 12 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.