პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო მეოთხე ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის 600-მდე ბავშვი ელოდება სკოლაში ჩარიცხვას. ისინი რეგისტრაციას ადგილზევე სკოლებში გაივლიან.
სკოლებმა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, კლასებში მოსწავლეების რიცხვი 29-მდე გაზარდეს, რის ხარჯზეც ახალ თავისუფალ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა. როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, ტერიტორიული პრინციპით მოხდება ჩარიცხვა.
მშობლების მხრიდან მოთხოვნა კი ძირითადად ქალაქის ცენტრალურ სკოლებზე იყო. რამდენი მოსწავლის მიღებას შეძლებენ ეს სკოლები და დაკმაყოფილდება თუ არა ყველა მსურველის განცხადება ჯერ უცნობია.
მოსწავლეების რეგისტრაცია 12 ივლისამდე გაგრძელდება.