ევროკავშირის რეკომენდაციები - შეხვედრა კომიტეტებსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან

07 ივლისი 2022, 12:10 860 ნახვა

როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები? – ამ საკითხზე პარლამენტში მსჯელობა იწყება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირონ, რისთვისაც იგეგმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნა. კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გეგმის შესრულებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ. 

ოპოზიციის ნაწილი კი ისევ  ამბობს, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის საჭიროა დღის წესრიგის შექმნა და რიგგარეშე სესიის მოწვევა.

საკომიტეტო განხილვების პარალელურად კოლეგებს შალვა პაპუაშვილი შეხვდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი