საბერძნეთში ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს

06 ივლისი 2022, 14:02 1204 ნახვა

საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, მეტსახელად „ობობა“ დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 შემთხვევაში ადანაშაულებენ, გამოძიების ვერსიით ქალი ბერძენ მოხუცებს საძილე აბებს, კერძოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევდა, შემდეგ კი ძარცვავდა.

სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, ქართველი ქალი 26 ივნისს, უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.

ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფიქსოტროპული აბები, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი