ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022-ის პირველი სასესიო დღე დასრულდა. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. 2 პანდემიური წლის შემდეგ, წელს გამოცდაზე პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, ასევე სტუდენტობის მსურველებს შეუძლიათ არჩევით საგნად სასურველი აირჩიონ.