ტერაქტი სირია-თურქეთის საზღვართან

08 იანვარი 2017, 00:00 1515 ნახვა

43 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ჩრდილოეთ სირიის საზღვარზე საწვავის მანქანის აფეთქების შედეგად. უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე და 6 ამბოხებულია. ,,გარდიანის" ცნობით, ინციდენტი თურქეთის კილიზის პროვინციასთან მდებარე სირიის ქალაქ აზაზში სასამართლოს შენობასთან მოხდა. ბომბი საწვავის გადამზიდ სატვირთოში იყო ჩამონტაჟებული. სააგენტო ,,ანადოლუს" ცნობით ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა ,,ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, 60 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი